ბათუმში ფირუზ და რეზო წულუკიძეები დააკავეს - კვირის პალიტრა

ბათუმში ფირუზ და რეზო წულუკიძეები დააკავეს

ბათუმში მოჭიდავეები, ძმები ფირუზ და რეზო წულუკიძეები დააკავეს. მათთან ერთად კიდევ რამდენიმე პირია დაკავებული.

წინასწარი ინფორმაციით, წულუკიძეების დაკავება "ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციას უკავშირდება, სადაც დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, აქციაზე ფირუზ წულუკიძეს უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ, რაც ჩხუბში გადაიზარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებაში ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა.