ვინ არის "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი - კვირის პალიტრა

ვინ არის "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი

Ambebi.ge-ს ინფორმაციით, თბილისში, "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდამსხმელი ზუგდიდელი ნიკა წურწუმიაა. ჩვენი ინფორმაციით, ის ზუგდიდიდან თბილისში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა.

"საქართველოს ბანკზე" შეიარაღებული თავდამსხმელი 28 წლისაა.

ნიკა წურწუმია პოლიციამ უკვე დააკავა.

შეიარაღებული თავდასხმა "საქრთველოს ბანკის" ავლაბრის ფილიალზე დღეს, 12 საათზე მოხდა. 2 საათიანი ოპერაციის შედეგად თავდამსხმელი პოლიციამ აიყვანა. სპეცოპერაციის შედეგად არავინ დაშავებულა.

ფოტო: "ტვ პირველი"