მირიან მეგრელიშვილის განცხადებით, გიორგი მენაბდეს ბრალი ახალი მტკიცებულებების მოპოვების, მათ შორის, მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძის ჩვენების შემდეგ წარუდგინეს
მირიან მეგრელიშვილის განცხადებით, გიორგი მენაბდეს ბრალი ახალი მტკიცებულებების მოპოვების, მათ შორის, მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძის ჩვენების შემდეგ წარუდგინეს
დავით სარალიძის მკვლელობის საქმის პროკურორის, მირიან მეგრელიშვილის განცხადებით, გიორგი მენაბდეს ბრალი ახალი მტკიცებულებების მოპოვების, მათ შორის, მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძის ჩვენების შემდეგ წარუდგინეს.

როგორც მეგრელიშვილი აცხადებს, გუგა ბარბაქაძის ბოლო ჩვენება უფრო მნიშვნელოვან და უფრო დეტალურ ინფორმაციას მოიცავდა, ვიდრე მის მიერ წინა ეტაპზე მიცემული ჩვენებები.

"გ.მ-ს ბრალდება მას შემდეგ წარედგინა, როცა სახელმწიფო ბრალდებამ ჩათვალა, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა იყო. გამოძიება არ გაჩერებულა არც მ.კ.-ს მსჯავრდების შემდეგ და არც მანამდე. მოპოვებულია ახალი მტკიცებულებები, ბოლო
პერიოდში მოპოვებული მტკიცებულებები, მათ შორის, გ.ბ.-ს ჩვენებაც. მტკიცებულებათა ერთობლიობა რამდენიმე დღის წინ შეიქმნა და გ.მ.-ს ბრალდების შესახებ იქნა გადაწყვეტილება მიღებული. გ.ბ.-ს ბოლო ჩვენება უფრო მნიშვნელოვან, უფრო დეტალურ, უფრო კონკრეტულ ინფორმაციას მოიცავდა, ვიდრე მის მიერ წინა ეტაპზე მიცემული ჩვენებები, სწორედ, ამ ბოლო ჩვენების შედეგად გადაწყდა გ.მ-ს
მიმართ ბრალდების წარდგენა", - განაცხადა მეგრელიშვილმა.

კითხვაზე, იპოვა თუ არა გამოძიებამ დანაშაულის იარაღი - დანა, მეგრელიშვილი პასუხობს, რომ "დანაშაულის იარაღის არ არსებობა არ წარმოადგენს გადამწყვეტ საფუძველს იმისა, რომ დადგეს, ან - არა გამამტყუნებელი განაჩენი".

სახელმწიფო ბრალდება გიორგი მენაბდის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები