ძმამ ძმა მოკლა - რა მოხდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში? - კვირის პალიტრა

ძმამ ძმა მოკლა - რა მოხდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში?

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში მკვლელობა მოხდა. როგორც სოფლის რწმუნებულმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ინციდენტი ძმებს შორის მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთმა ძმამ სანადირო თოფით ძმას ესროლა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას 40 წლამდე მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

რწმუნებულის ინფორმაციით, ძმები ერთ ოჯახში ცხოვრობდნენ და კონფლიქტი ადრეც ჰქონდათ. ადგილზე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები მუშაობენ. სავარაუდო ეჭვმიტანილი დაკავებულია.

"ინტერპრესნიუსი"