"სათამაშო ტიპის, სპორტული იარაღი ჰქონდა" - რას ამბობს "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელის ადვოკატი?
"სათამაშო ტიპის, სპორტული იარაღი ჰქონდა" - რას ამბობს "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელის ადვოკატი?
"საქართველოს ბანკზე" თავდასხმისთვის დაკავებულის, ნიკოლოზ წურწუმიას ადვოკატის, გიორგი ჭოჭუას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვილი არ ყოფილა და მხოლოდ სათამაშო ტიპის, სპორტული იარაღი ჰქონდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა განუცხადა, წურწუმია სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა. ამასთან, მისი განმარტებით, დაკავებულს ემოციური ფონი აქვს და ჯერჯერობით დუმილის უფლებას იყენებს.

"ამ ეტაპზე სარგებლობს დუმილის უფლებით, ვინაიდან არის ძალიან აღელვებული. დიდი ემოციური ფონი აქვს და ხვალიდან დამშვიდებულზე ითანამშრომლებს გამოძიებასთან. მას ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია. ჰქონდა
სათამაშო ტიპის, სპორტული იარაღი.

არანაირი დაზიანება არ აქვს. თვითონვე ჩაბარდა. ახლა იმყოფება დროებითი მოთავსების იზოლატორში. ხვალ შევალთ ადვოკატები, მოვინახულებთ და დანარჩენი, რომ გავესაუბრებით მეტი ინფორმაცია გვექნება. რაც შეეხება ბრალის წარდგენას, ხვალ დაგვიკავშირდებიან",- განაცხადა გიორგი ჭოჭუამ.

ცნობისთვის, დღეს, თბილისში, მეტროსადგურ "ავლაბრის" მიმდებარე ტერიტორიაზე, "საქართველოს ბანკის" ფილიალს
თავს ერთი პირი დაესხა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელს მძევლად 7 ადამიანი ჰყავდა აყვანილი. მამაკაცი მძევლად ხელში ჩაგდების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებითაა დაკავებული.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები