შსს-მ ლაგოდეხში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა - კვირის პალიტრა

შსს-მ ლაგოდეხში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებულ ქ.ნ. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, ლაგოდეხში დააკავეს.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ქ.ნ.-მ პოლიციის თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ცივი იარაღით, ხელის არეში დაზიანება მიაყენა.

გამოძიებასისხლისსამართლისკოდექსის 353-ეპრიმა მუხლის 1- ლინაწილითმიმდინარეობს, რაც პოლიციელზეთავდასხმასგულისხმობს",-აღნიშნულიაშსს-ისმიერგავრცელებულინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"