გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში მკვლელობა მოხდა - კვირის პალიტრა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში მკვლელობა მოხდა

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალდაბაში 40 წელს გადაცილებული მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მამაკაცს ცეცხლნასროლი დაზიანება სავარაუდოდ, სანადირო თოფიდან გასროლით მიაყენეს.

გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, პაატა კოკაურის ინფორმაციით, მომხდარის დეტალები ჯერჯერობით უცნობია და სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში მუშაობენ.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, შესაძლოა, მომხდარი ფაქტი სოფელში მცხოვრებ ორ ოჯახს შორის წლების წინ არსებულ დაპირისპირებას უკავშირდებოდეს, რა დროსაც ერთ-ერთი ოჯახის წარმომადგენლის მკვლელობა მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"