ნაკაშიძის ქუჩაზე დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს - კვირის პალიტრა

ნაკაშიძის ქუჩაზე დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა ნაკაშიძის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19,108 (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) მუხლებით დაიწყო.

არაოფიციალური ინფორმაციით, დაპირისპირებულ მხარეებს კონფლიქტი წარსულშიც ჰქონდათ.

შეგახსენებთ,რომ ნაკაშიძის ქუჩაზე ერთი პირი დაჭრეს. ადგილობრივების ცნობით, თავდამსხმელი მოპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მასსა და ორ პირს შორის შელაპარაკება მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"