"ჯანგველაძე კალაშოვზე განაწყენდა, ასეთი გადაწყვეტილება რომ მიიღო" - საქართველოში მომხდარმა მკვლელობამ გავლენიანი "ქურდები" ერთმანეთს დააპირისპირა?
"ჯანგველაძე კალაშოვზე განაწყენდა, ასეთი გადაწყვეტილება რომ მიიღო" - საქართველოში მომხდარმა მკვლელობამ გავლენიანი "ქურდები" ერთმანეთს დააპირისპირა?
ფოტო:მერაბ ჯანგველაძე, შაქრო კალაშოვი
საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ კრაიმის" ცნობით, ორ ყველაზე დიდ "კრიმინალურ ავტორიტეტს" - შაქრო კალაშოვსა და ქართველ "კანონიერ ქურდ" მერაბ ჯანგველაძეს შორის ბოლო პერიოდში ურთიერთობა დაიძაბა. ამის მიზეზი კი მათი თანამოაზრეების - მამუკა კვიჟინაძის და ჯეირან კინწურაშვილის დაპირისპირება გახდა.

ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართველების მორიგი საქმის გარჩევისას, ერთი მხარე კვიჟინაძის, მეორე კი - შაქრო კალაშოვის თანამოაზრის, ჯეირანის იმედად იყვნენ. გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად, "კანონიერმა ქურდებმა" გადაწყვიტეს, შეხვედრა თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონში დაენიშნათ, სადაც
ჯეირან კინწურაშვილი ცხოვრობს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ჯეირანმა გაიგო, რომ კვიჟინაძე შეხვედრაზე სხვებთან ერთად მიდიოდა, რაც პირობის დარღვევად მიიჩნია და შეხვედრაზე უარი თქვა.

იმის გათვალისწინებით, რომ კვიჟინაძე მერაბ ჯანგველაძის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კლანის წევრია, როგორც ჩანს, ჯეირან კინწურაშვილმა ასე თამამად მხოლოდ შაქრო კალაშოვისა და მისი თანამებრძოლების
მხარდაჭერით იმოქმედა. საბოლოოდ, როცა კალაშოვს აზრი ჰკითხეს, მან ჯეირანს დაუჭირა მხარი.

როგორც ცნობილია, "კანონიერი ქურდის" - შაქრო კალაშოვის ასეთი ღია მხარდაჭერის შემდეგ, ჯეირან კინწურაშვილის ხალხმა 19 აპრილს, ახალდაბაში 50 წლამდე მამაკაცი მოკლა. სამართალდამცავებმა დაიწყეს ფაქტის გამოძიება, ხოლო მეზობლების თქმით, მკვლელობა შურისძიების გამო მოხდა. მამაკაცი სანადირო იარაღით მოკლეს.

სააგენტოს ინფორმაციით, კვიჟინაძე ამ ამბის შემდეგ მერაბ ჯანგველაძესთან იტალიაში ჩაფრინდა და ყველა დეტალი გააცნო. ჯანგველაძე კალაშოვზე განაწყენდა, ამბის მოსმენის გარეშე ასეთი გადაწყვეტილება რომ მიიღო.

ქართველი "კრიმინალური ავტორიტეტის" აზრით, საერთოდაც არ არის საჭირო შაქრო კალაშვის სხვის პრობლემებში ჩართვა, რადგან მას თავად აქვს ბევრი საკითხი მოსაგვარებელი. ჯანგველაძის თქმით, კალაშოვს თანამოაზრეებად და თანამებრძოლებად ყოფილი პოლიციელები ჰყავს, რაც სულ მალე ცალკე განხილვის საგნად იქცევა... (წყარო)

მოამზადა ნიკა გულუამ


არა ტროლი
12 მაისი 2021 18:46
კი ბარათა კი ბოლო იმედია მაშ. ვაი შენს პატრონს
მოქალაქე
11 მაისი 2021 08:34
ბარათ, ალბათ შენნაირი ხალხის იმედია ესენი, ნორმალური ხალხის იმედი არავითარ შემთხვევაში.
პერსპექტივაც კი საზარელი, ამათი სამართავი რომ გახდეს ქვეყანა
ნოდო
10 მაისი 2021 13:50
კიდევ კაი ესენი ერთმანეთს რომ მტრიბენ თორე ჩვენ ნორმალურ ხალხს რა გვეშველებოდა.

რუბრიკის სხვა სიახლეები