რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ნიკა მელიას ადვოკატები ხვდებიან - კვირის პალიტრა

რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ნიკა მელიას ადვოკატები ხვდებიან

რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებულ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას მისი ადვოკატები ხვდებიან.

როგორც დაწესებულებაში შესვლამდე ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განმარტა, მელიასთან რიგითი შეხვედრაა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მელიას საქმის გარშემო მისთვის გაუგებარი მოლოდინები იქმნება.

"ჩვეულებრივი შეხვედრა არის, ნიკას პოზიციას რაც შეეხება, ყველაფერი ცნობილია, ახალი არაფერია, ამიტომაც დეტალებზე ვერ გესაუბრებით. ნიკას პოზიცია ძალიან კარგად არის ცნობილი ყველა საკითხზე, მათ შორის, გირაოს თემაზე. ეს არის ჩვენი მორიგი შეხვედრა, ვინაიდან დღესასწაულები იყო, ხუთშაბათის მერე ვერ შევხვდით. ამ საქმეზე რაღაც მოლოდინები იქმნება, აბსოლუტურად გაუგებარი, ჩვენ ჩვეულებრივად უნდა შევხვდეთ ჩვენ მეგობარს, რომელიც უკანონო პოლიტიკურ პატიმრობაშია",- განაცხადა კონდახიშვილმა.