"დავაკავებთ, რა თქმა უნდა. ახლა გავალთ და...“ - რა განაცხადა ვახტანგ გომელაურმა ბადრი ესებუაზე
"დავაკავებთ, რა თქმა უნდა. ახლა გავალთ და...“ - რა განაცხადა ვახტანგ გომელაურმა ბადრი ესებუაზე
ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნისტრს, ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურს დღეს ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა კი­დევ ერთხელ ჰკი­თხეს "სა­ქარ­თვე­ლოს ბანკზე" თავ­დას­ხმა­ში ბრალ­დე­ბულ ბად­რი ესე­ბუ­ას შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ამ დრომ­დე და­კა­ვე­ბუ­ლი არ არის. გო­მე­ლა­ურ­მა კი­თხვას ხუმ­რო­ბით უპა­სუ­ხა - "ახლა გა­ვალთ და რამ­დე­ნი­მე წუთ­ში, ალ­ბათ, უკვე და­კა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა", - აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრმა.

მი­სი­ვე თქმით, შე­საძ­ლოა, "ათი წე­ლიც გა­ვი­დეს" და ესე­ბუა შემ­დეგ და­ა­კა­ვონ.

"და­ვა­კა­ვებთ, რა თქმა უნდა, და­ვა­კა­ვებთ აუ­ცი­ლებ­ლად. ახლა გა­ვალთ და რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ალ­ბათ უკვე და­კა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. ნუ, ამა­ზე მი­ლი­ონ­ჯერ გა­ვა­კე­თე გან­ცხა­დე­ბა.
შე­იძ­ლე­ბა წლე­ბი გა­ვი­დეს, შე­იძ­ლე­ბა ათი წე­ლიც გა­ვი­დეს და მერე და­ა­კა­ვონ...მე­ო­თხე მი­ნის­ტრმა ჩემს შემ­დეგ, ან მე­ო­რე მი­ნის­ტრმა, ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი თე­მაა. გვინ­და რომ და­ვა­კა­ვოთ, რა თქმა უნდა", - ამ­ბობს ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი.
შე­გახ­სე­ნებთ, რომ ზუგ­დიდ­ში, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" ფი­ლი­ალს ბად­რი ესე­ბუა გა­სუ­ლი წლის 25 ოქ­ტომ­ბერს და­ეს­ხა თავს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე
გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ტე­რო­რის­ტულ აქტს, მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბას ტე­რო­რის­ტუ­ლი მიზ­ნით და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

ამა­ვე საქ­მის ირ­გვლივ, შსს-მ ბად­რი ესე­ბუ­ას ძმა, ბი­ძი­ნა ესე­ბუა 14 დე­კემ­ბერს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის, საბ­რძო­ლო მა­სა­ლის და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის შე­ძე­ნა - შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვა. სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს ცნო­ბით, ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, ვი­ნა­ი­დან არ­სე­ბობ­და ვა­რა­უ­დი, რომ ბად­რი ესე­ბუ­ას მი­მალ­ვა­ში მყოფ ძმას­თან ჰქონ­და კონ­ტაქ­ტი და მის­თვის უნდა გა­და­ე­ცა სხვა­დას­ხვა ნივ­თე­ბი, პო­ლი­ცი­ის მიერ მის მი­მართ ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბა - ვი­ზუ­ა­ლუ­რი კონ­ტრო­ლი. ღო­ნის­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ბი­ძი­ნა ესე­ბუ­ამ მი­მალ­ვა სცა­და, რა დრო­საც პო­ლი­ცი­ამ ის და­ა­კა­ვა. და­კა­ვე­ბუ­ლის კუთ­ვნი­ლი "ბმვ"-ს მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნის ჩხრე­კის შე­დე­გად ამო­ღე­ბუ­ლია 2 ხელ­ყუმ­ბა­რა, ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ვაზ­ნე­ბი, სა­ძი­ლე ტო­მა­რა, კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბი და ტან­საც­მე­ლი.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები