დავით კოდუა 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
დავით კოდუა 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
ცოლისა და შვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე დაკავებული ბიზნესმენი დავით კოდუა 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კოდუას ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ განუცხადა.

კოდუას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოს სანაცვლოდ თბილისის საქალაქო სასამართლომ შეუცვალა. როგორც ადვოკატი განმარტავს, აღკევთის შეცვლის საფუძველი კოდუას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა გახდა. ღურწკაიას თქმითვე, მათ სასამართლოში ახალი დოკუმენტაცია წარადგინეს, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულს ავსტრიაში ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს და ამასთანავე, კვლევები სჭირდება. ადვოკატის თქმითვე, კოდუას ავსტრიაში ერთი ოპერაცია
უკვე გაკეთებული აქვს.

ცნობისთვის, დავით კოდუას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 აპრილს შეუფარდა.

საქართველოს პროკურატურამ ბიზნესმენ დავით კოდუას მეუღლის და შვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბრალი წარუდგინა. კოდუას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ"" ქვეპუნქტით (ოჯახის
ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) განესაზღვრა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან-სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები