"პატიმრობა არ წარმოადგენდა ჩვენ თვითმიზანს" - რას აცხადებს ნიკა მელიას საქმის პროკურორი? - კვირის პალიტრა

"პატიმრობა არ წარმოადგენდა ჩვენ თვითმიზანს" - რას აცხადებს ნიკა მელიას საქმის პროკურორი?

ჩვენი დეკლარილებური პოზიცია იყო ის, რომ, როგორც ზოგადად ასევე ამ შემთხვევაშიც, პატიმრობა არ წარმოადგენდა ჩვენ თვითმიზანს , - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა სასამართლოზეა დამოკიდებული რა ვადაში მოხდება ამ შუამდგიმლობის განხილვა.

"ბრალდების მხარის შუამდგოლობა ნიკარონ მელიას მიერ გამოყეენებული აღკვეთი ღონისძიები პატიმრობის უფრო ნაკლებად მკაცრი ღონისძიების გირაოთი შეცვლის შესახებ უკვე შეტანილია სასამართლოში. სასამრთლოზეა დამოკიდებული რა ვადაში მოხდება ამ შუამდგოლობის განხილვა. ჩვენ მაქსიმალურად გონივრულ ვადაში წარმოვადგინეთ. როგორც საზოგადოებაში არის ცნობილი ჩვენი დეკლარილებური პოზიცია იყო ის, რომ როგორც ზოგადად ასევე ამ შემთხვევაშიც პატიმრობა არ წარმოადგენდა ჩვენ თვითმიზანს. აქ საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებაზე, სათანადო ქცევა სისიხლის სამართლის სივრცეში და ზოგადად პრინციპზე, რომ კანონის წინაშე ყველა არის თანაბარი. აქედან გამომდინარე ეს ჩვენი შუამდგომლობა შეტანილია, რაც ადასტურებს, რომ ჩვენ ჩვენი პირობა შევასრულეთ" , - განაცხადა სადრაძემ.

ცნობისთვის, სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, 10 მაისს გახდება ცნობილი, რომელ საათზე ჩაინიშნება საქლაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი.

"ინტერპრესნიუსი"