სოფელ დიღომში სროლის შედეგად 4 პირი დაიჭრა
სოფელ დიღომში სროლის შედეგად 4 პირი დაიჭრა. დაშავებულები ამ დროისთვის კლინიკაში არიან გადაყვანილნი.
როგორც "ინტეპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, ასევე გამოძიება მიმდინარეობს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაზე.