"მეც ძალიან მაინტერესებს, ირაკლი ღარიბაშვილმა რა ჩვენება უნდა მისცეს" - კვირის პალიტრა

"მეც ძალიან მაინტერესებს, ირაკლი ღარიბაშვილმა რა ჩვენება უნდა მისცეს"

"მეც ძალიან მაინტერესებს, ირაკლი ღარიბაშვილმა რა ჩვენება უნდა მისცეს", - ამის შესახებ ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლოში დაკითხვა მისთვის საინტერესოა, ვინაიდან სწორედ მისი ინიცირებულია აღნიშნული ბრალდების სისხლის სამართლის საქმე.

"მეც ძალიან მაინტერესებს რა ჩვენება უნდა მისცეს. კარგად იცით, რომ თავდაცვის მინისტრი როცა იყო, მაშინ იყო ეს საქმე მისი მხრიდან წამოწეული და ინიცირებული. ალბათ, ექნება სათქმელი რატომ, რისთვის და რის საფუძველზე, საფუძველი გვაინტერესებს ამ ბრალდებებს რა აქვს, ეს ბრალდებები ნამდვილად ნაკლები საფუძვლის მატარებელია",- განაცხადა მელაშვილმა.

მიისვე თქმით, სურს სასამართლო პროცესები მალე დასრულდეს.

ცნობისთვის, დასაკითხ მოწმეთა სიაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც არიან. თუ როდის მისცემენ ისინი სასამართლოში ჩვენებას, ეს ჯერ უცნობია.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო: