რას ამბობენ შსს-ში "დედაენის ბაღში" მომხდარზე?
რას ამბობენ შსს-ში "დედაენის ბაღში" მომხდარზე?
შინაგან საქმეთა სამინისტრომ "დედაენის ბაღში" ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაციის დარბევის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

როგორ "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ძალადობით ან ძალადობის მუქარით ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ "თბილისი პრაიდის" ინფორმაციით, "დედაენის ბაღში" ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაცია გურამ ფალავანდიშვილმა დაარბია. ამის შესახებ
"თბილისის პრაიდი" სოციალურ ქსელში წერს. ორგანიზაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ფალავანდიშვილის დაკავებისკენ მოუწოდებს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები