"დაკავებული არც ერთი ადამიანი არ არის, გამოკითხვაზე იმყოფებიან. გამოკითხავენ და გამოვუშვებთ" - რას აცხადებს დმანისში მიმდინარე მოვლენებზე ვახტანგ გომელაური? - კვირის პალიტრა

"დაკავებული არც ერთი ადამიანი არ არის, გამოკითხვაზე იმყოფებიან. გამოკითხავენ და გამოვუშვებთ" - რას აცხადებს დმანისში მიმდინარე მოვლენებზე ვახტანგ გომელაური?

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, დმანისში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ჯერ არავინ დაუკავებიათ.

როგორც გომელაური განმარტავს, ამ წუთებში, მონაწილე პირები გამოკითხვაზე იმყოფებიან, რის შემდეგაც მათ გაათავისუფლებენ. თუმცა, მინისტრი მომავალში დაკავებებს არ გამორიცხავს.

„დაკავებული არც ერთი ადამიანი არ არის, გამოკითხვაზე იმყოფებიან. გამოკითხავენ და გამოვუშვებთ, თუმცა, გამოძიება დაწყებულია და მიდის გამოძიება, რამდენი ადამიანი იქნება მომავალში დაკავებული, არ ვიცით ჯერ. ამ წამს, დღეს, დაკავებული არავინ იქნება, იქნება გამოკითხული და გამოშვებული, გამოვიძიებთ.

რაც შეეხება ინციდენტს, რომელიც ქვემოთ მოხდა, 5-6 ლოკაციაზე იყო პოლიციელები განაწილებული, სამწუხაროდ, არა დმანისიდან ჩასულები, არამედ, ზოგი თბილისიდან, რუსთავიდან და სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსული ადამიანები იყვნენ, სადაც დაიძაბა სიტუაცია და იქ შეხლა-შემოხლა მოხდა.

როგორც განცხადება გაკეთდა, ჟურნალისტები დაზიანდნენ, ამაზე დიდი გამოძიებაა დაწყებული, ერთი საქმეა გამოყოფილი და ამის ფარგლებში იქნება გამოკვლეული“, - განაცხადა გომელაურმა.

"ინტერპრესნიუსი"