ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, 30 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლო იარაღიდან ესროლეს. მას ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული. ადგილობრივების თქმით, რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს.დაჭრილი სასწრაფომ კლინიკაში გადაიყანა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ."ინტერპრესნიუსი"