" 30 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლო იარაღიდან ესროლეს" - რა მოხდა ქუთაისში? - კვირის პალიტრა

" 30 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლო იარაღიდან ესროლეს" - რა მოხდა ქუთაისში?

ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, 30 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლო იარაღიდან ესროლეს. მას ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული. ადგილობრივების თქმით, რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს.

დაჭრილი სასწრაფომ კლინიკაში გადაიყანა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

"ინტერპრესნიუსი"