"ცემის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა" - რა მოხდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშში - კვირის პალიტრა

"ცემის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა" - რა მოხდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშში

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშში ცემის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ადგილობრივებმა 5 ივნისს მელე-თბილისის სამარშურტო ტაქსის მძღოლი ცემეს და უგონო მდგომარეობაში მიატოვეს.

ნაცემი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ჩხუბის მიზეზი უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარს ლენტეხის პოლიციის სამმართველო სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით იძიებს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, ადგილობრივები გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.

"ინტერპრესნიუსი"