რუსეთში ქართველი "კანონიერი ქურდი" გარდაიცვალა - ვინ იყო ნიკოლოზ სოხაძე, იგივე "კოკი" და რა გახდა მიზეზი
რუსეთში ქართველი "კანონიერი ქურდი" გარდაიცვალა - ვინ იყო ნიკოლოზ სოხაძე, იგივე "კოკი" და რა გახდა მიზეზი
საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ კრაიმის" ცნობით, იაროსლავში ქუთაისელი "კრიმინალური ავტორიტეტი", 64 წლის ნიკოლოზ სოხაძე, იგივე "კოკი" გარდაიცვალა.

"კრიმინალური სამყაროს გენერლის" სახელით ცნობილი სოხაძე, არაერთხელ არის ნასამართლევი. როგორც ამბობენ, ქართველ "კანონიერ ქურდს" კორონავირუსი ჰქონდა. ვირუსის გამო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, კოვიდმა მას თირკმელები დაუზიანა, სწორედ ამან გამოიწვია "კანონიერი ქურდის" გარდაცვალება.

სხვა ადგილობრივი "კრიმინალური ავტორიტეტებისგან" განსხვავებით, "კოკი" საკმაოდ დიდი გავლენით სარგებლობდა. ის იაროსლავში ჯერ კიდევ 90-იან წლებში გადავიდა საცხოვრებლად და "კანონიერი ქურდების"
წინააღმდეგ შემოღებული ახალი, მკაცრი კანონების მიუხედავად, მაინც იქ რჩებოდა.

სოხაძე რამდენჯერმეა ნასამართლევი ქურდობისა და, ასევე, ნარკოტიკული საშუალებების გამო. ბოლოს 2010 წელს ის ნარკოტიკების გამო დააკავეს.

"კოკის" გარდაცვალებამდე 6 დღით ადრე, იტალიაში კიდევ ერთი ქართველი "კანონიერი ქურდი" - 68 წლის თამაზ კოროშინაძე გარდაიცვალა. (წყარო)

მოამზადა ნიკა
გულუამ
ნინა
09 ივნისი 2021 10:49
ნერვიულობა დავიწყოთ?
თემური
08 ივნისი 2021 21:01
ნათელში ამყოფოს საქართველოს სიამაყე ადამიაბნი. ხშირად დადეთ ასეთი სტატია , უნდა ვიცოდეთ ვინ დაგვაკლდა,

რუბრიკის სხვა სიახლეები