"ვიცი, რომ და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის არის სო­ფლის რწმუ­ნე­ბუ­ლის მე­უღ­ლეც" - რა გახდა ლენტეხში მიკროავტობუსის მძღოლის სასტიკი მკვლელობის მიზეზი
"ვიცი, რომ და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის არის სო­ფლის რწმუ­ნე­ბუ­ლის მე­უღ­ლეც" - რა გახდა ლენტეხში მიკროავტობუსის მძღოლის სასტიკი მკვლელობის მიზეზი
5 ივ­ნისს, ლენ­ტე­ხის სო­ფელ ჩი­ხა­რეშ­ში უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და. თბი­ლი­სი-ლენ­ტე­ხი-მე­ლეს მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის მძღოლს ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა ისე სას­ტი­კად სცე­მეს, რომ ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის გა­დარ­ჩე­ნა ექი­მებ­მა ვე­ღარ შეძ­ლეს. მძი­მედ და­შა­ვე­ბუ­ლი სას­წრა­ფოს ბრი­გა­დამ ქუ­თა­ი­სის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა, მაგ­რამ ის კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. შემ­თხვე­ვა სა­ღა­მოს მოხ­და. თბი­ლი­სის რე­ი­სი­დან ჩა­სუ­ლი მძღო­ლი სო­ფელ მე­ლე­ში, ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში მი­ვი­და, სა­დაც ღამე უნდა გა­ე­თია. რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, მას ტე­ლე­ფონ­ზე და­უ­რე­კეს, უთხრეს, რომ რა­ღაც ნივ­თის გა­ტა­ნე­ბა სურ­
დათ და ასე გა­ი­ტყუ­ეს ში­ნი­დან და სახ­ლი­დან ცოტა მო­შო­რე­ბით, სო­ფელ მე­ლე­სა და ჩი­ხა­რეშს შო­რის სას­ტი­კად გა­უს­წორ­დნენ. შემ­დეგ კი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი მი­ა­ტო­ვეს და გა­უ­ჩი­ნარ­დნენ.

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გვი­თხრეს, მომ­ხდა­რის გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს. რად­გან მა­მა­კა­ცი კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა, სა­ვა­რა­უ­დოდ, საქ­მის კვა­ლი­ფი­კა­ცი­აც შე­იც­ვლე­ბა და დამ­ნა­შა­ვე­ებს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის პა­სუ­ხის­გე­ბა
მო­უ­წევთ.

ერთი ვერ­სი­ით, მძღო­ლის მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი მის­თვის ფუ­ლის "შე­წე­რა" გახ­და. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მას რე­ი­სი­დან შე­მო­სა­ვა­ლის წილს სთხოვ­დნენ და რად­გან თან­ხას არ უხ­დი­და, ამი­ტომ სას­ტი­კად გა­უს­წორ­დნე­ნო, თუმ­ცა სო­ფელ­ში ასე­ვე აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბა მე­ო­რე ვერ­სი­აც. ამ ვერ­სი­ით, და­ნა­შა­უ­ლის მი­ზე­ზი ეჭ­ვი­ა­ნო­ბის გამო შუ­რის­ძი­ე­ბა გახ­და.

ად­გი­ლობ­რი­ვი გვი­ამ­ბობს:
- მძღოლს არ ვიც­ნობ­დი. ის თბი­ლი­სი-მე­ლეს რე­ის­ზე მუ­შა­ობ­და, ლენ­ტეხ­ში მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი მგზავ­რებს ჩა­მოს­ვამ­და და გზას აგ­რძე­ლებ­და იმ სო­ფელ­ში. რო­გორც ვიცი, დევ­ნი­ლია. მომ­ხდა­რის ორი ვერ­სია გა­ნი­ხი­ლე­ბა, პო­ლი­ცია ჩარ­თუ­ლია საქ­მე­ში და ალ­ბათ, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი მალე ყვე­ლა­ფერს და­ად­გე­ნენ. ერთი შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ მძღო­ლი ლენ­ტე­ხე­ლი არ არის, მას სო­ფელ­ში ბინა ნა­ქი­რა­ვე­ბი ჰქონ­და. იქ ათევ­და ღა­მეს და მე­ო­რე დი­ლას ისევ რე­ის­ში მი­დი­ო­და. მელე და ჩი­ხა­რე­ში, ეს სოფ­ლე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ერ­თმა­ნეთ­ზეა გა­დაბ­მუ­ლი. ვი­ცით, რომ ეს ბიჭი იმ ღა­მით სახ­ლი­დან გა­მო­იყ­ვა­ნეს. მერე გზა­ში სას­ტი­კად უცე­მი­ათ. ია­რა­ღი არ არის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ ხე­ლით სცე­მეს თუ რამე ჩა­არ­ტყეს, არ ვიცი. ამ­ბო­ბენ, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა თა­ვის არე­ში აქვს - თავი გა­უ­ჩეჩ­ქვე­სო. ქუ­თა­ის­ში ჟანგბა­დის აპა­რატ­ზე იყო შე­ერ­თე­ბუ­ლი და იქ გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც ვიცი, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ვის რა და­ნა­შა­ულს ედა­ვე­ბა პო­ლი­ცია, ნამ­დვი­ლად არ ვიცი. ვიცი, რომ და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის არის სო­ფელ ჩი­ხა­რე­შის რწმუ­ნე­ბუ­ლის, ანა ჩან­ქსე­ლი­ა­ნის მე­უღ­ლეც. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უშუ­ა­ლოდ მკვლე­ლო­ბას მას არ ედა­ვე­ბი­ან. რა როლი ჰქონ­და ამ საქ­მე­ში რწმუ­ნე­ბუ­ლის ქმარს, ვერ გე­ტყვით.

პო­ლი­ცი­ამ და­კი­თხა ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და ახლა გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა.

- ერთი ვერ­სი­ით, მძღოლს ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი შე­მო­სავ­ლის წილს სთხოვ­დნენ...

- კი, ასე­თი ვერ­სი­აც არ­სე­ბობს, მაგ­რამ, არ ვიცი, ეს რამ­დე­ნად სწო­რია. ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­ნი­ხი­ლე­ბა მე­ო­რე ვერ­სია. ით­ქვა, რომ მი­ზე­ზი ქა­ლის გამო ეჭ­ვი­ა­ნო­ბა გახ­და.

უფრო მეტი დე­ტა­ლის გარ­კვე­ვა მე­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან სო­ფელ ჩი­ხა­რეშ­ში, ანა ჩან­ქსე­ლი­ან­თან ვცა­დეთ და მას და­ვუ­კავ­შირ­დით. რო­გორც კი გა­ი­გო რა სა­კი­თხზე ვუ­რე­კავ­დით, მან ტე­ლე­ფო­ნი გაგ­ვი­თი­შა და მას შემ­დეგ ჩვენს სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებს არ უპა­სუ­ხა.

რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, მოკ­ლუ­ლი რო­ბი­ზონ თუ­თა­რაშ­ვი­ლია. მისი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი თბი­ლი­სი­დან სო­ფელ მე­ლე­ში თვე­ში 5-6 რე­ისს ას­რუ­ლებ­და.

"ახლა შე­ვი­ტყვე ბი­ჭე­ბის­გან, რომ მოკ­ლუ­ლია რო­ბი­ზონ თუ­თა­რაშ­ვი­ლი, სო­ფელ მე­ლე­ში მხო­ლოდ ის ჩა­დი­ო­და, სხვა რე­ი­სე­ბი ცა­გე­რი-ლენ­ტე­ხის მი­მარ­თუ­ლე­ბით გვაქვს. ამ სო­ფელ­ში მარ­ტო ეს მძღო­ლი და­დი­ო­და. ღა­მეს იქ ათევ­და, მე­ო­რე დღეს ისევ უკან მო­დი­ო­და, რამ­დე­ნი­მე დღე ის­ვე­ნებ­და და მერე ისევ მი­დი­ო­და რე­ის­ზე. 45 წლამ­დე ასა­კის იყო, წე­სი­ე­რი და კარ­გი კაცი", - გვი­თხრა ავ­ტო­სად­გუ­რის თა­ნამ­შრო­მელ­მა.

საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტი სო­ფელ ჩი­ხა­რეშ­ში სოსო ავა­ლი­ა­ნი ამ­ბობს, რომ პი­რა­დად იც­ნობ­და მოკ­ლულ მძღოლს. გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები