კარალეთთან ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა
კარალეთთან ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა
გორი-ერგნეთის საავტომობილო გზის კარალეთის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი მსუბუქად დაშავდა. დაშავებულთაგან ერთი, 50 წელს გადაცილებული მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. კლინიკა ,,გორმედის" ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის მერაბ მაისურაძის ინფორმაციით, პაციენტი, რომელსაც სხეულის დაჟეჟილობა და თავის ტვინის შერყევა აღენიშნება, მოთავსებულია ქირურგიულ განყოფილებაში, სადაც სტაციონარული მკურნალობა უტარდება.

შემთხვევა სოფელ კარალეთთან მოხდა, ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა. როგორც ,,ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც
ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები