ლენტეხის მუნიციპალიტეტში ცემის შედეგად გარდაცვლილი მძღოლის საქმეზე სოფლის რწმუნებულის მეუღლე დააკავეს - კვირის პალიტრა

ლენტეხის მუნიციპალიტეტში ცემის შედეგად გარდაცვლილი მძღოლის საქმეზე სოფლის რწმუნებულის მეუღლე დააკავეს

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშში ცემის შედეგად სამარშრუტო ტაქსის მძღოლის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა სოფლის რწმუნებულის მეუღლე დააკავეს. მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.

დაკავებულია ასევე კიდევ ერთი პირი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება გრძელდება. სამართალდამცავები ჩხუბში მონაწილე პირებს ამ დრომდე ეძებენ.

ცნობისთვის, 5 ივნისს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშში მელე-თბილისის სამარშურტო ტაქსის მძღოლი ცემეს და უგონო მდგომარეობაში მიატოვეს.

ნაცემი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.