"საქ­მის გარ­ჩე­ვის ორ­გა­ნი­ზე­ბა თა­ვის შვილს და­ა­ვა­ლა" - ვინ არის "გლეხოვიჩი" და რა არის ცნობილი მასშტაბური სპეცოპერაციისას დაკავებულებზე
12-06-2021
"საქ­მის გარ­ჩე­ვის ორ­გა­ნი­ზე­ბა თა­ვის შვილს და­ა­ვა­ლა" - ვინ არის "გლეხოვიჩი" და რა არის ცნობილი მასშტაბური სპეცოპერაციისას დაკავებულებზე
სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის­თვის აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის სა­კი­თხზე სა­სა­მარ­თლომ იმ­სჯე­ლა. 13 ბრალ­დე­ბუ­ლი­დან დარ­ბაზ­ში სხდო­მას მხო­ლოდ სამი პირი და­ეს­წრო, და­ნარ­ჩე­ნე­ბი დის­ტან­ცი­უ­რად ჩა­ერ­თვნენ. სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბამ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბა მო­ი­თხო­ვა.

რო­გორც საქ­მის პრო­კუ­რორ­მა გა­ნა­ცხა­და, და­კა­ვე­ბულ­თა დიდი ნა­წი­ლი წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვია და "გლე­ხო­ვიჩ­თან" მათ შემ­ხებ­ლო­ბას საქ­მე­ში არა­ერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ადას­ტუ­რებს. მისი თქმით, პა­ტიმ­რო­ბა ერ­თა­დერ­თი სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა, რად­გან ამ პი­რებს ბევ­რჯერ აქვთ გა­დაკ­ვე­თი­ლი სა­ზღვა­რი და არ­სე­ბობს მათი მხრი­დან მი­მალ­ვის საფრ­თხე.

"არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბა,
რაც საკ­მა­რი­სია, რათა დამ­ტკიც­დეს, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა ჩა­ი­დი­ნეს და­ნა­შა­უ­ლი. დღეს ყვე­ლა ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ არ­სე­ბობს პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი. ეს არის მძი­მე და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­უ­ლი. ისი­ნი შე­საძ­ლოა, მი­ე­მა­ლონ გა­მო­ძი­ე­ბას და ამას ამ­ყა­რებს ის ფაქ­ტიც, რომ თი­თო­ე­ულს არა­ერ­თხელ აქვს სა­ზღვა­რი გა­დაკ­ვე­თი­ლი. თვალ­ნათ­ლივ ჩანს, რომ მათ კავ­ში­რი აქვთ
სა­ზღვარ­გა­რეთ მყოფ პირ­თან, ე.წ. კა­ნო­ნი­ერ ქურ­დთან. მიგ­ვაჩ­ნია, რომ ამ ეტაპ­ზე ერ­თა­დერ­თი უალ­ტერ­ნა­ტი­ვო აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა არის პა­ტიმ­რო­ბა. თით­ქმის ყვე­ლა მათ­გა­ნი წარ­სულ­ში სა­ნა­მარ­თლე­ვია" - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა.

და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნე­ბენ. არ­ცერ­თი მათ­გა­ნი და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რებს. ად­ვო­კა­ტე­ბი მათი აღ­კვე­თის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბას ითხოვ­დნენ, ალ­ტერ­ნა­ტი­ვის სა­ხით კი, სა­სა­მარ­თლოს გი­რაო შეს­თა­ვა­ზეს. საქ­მე მრა­ვალ­ტო­მი­ა­ნია. რო­გორც ჩანს, საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა აპ­რილ­შია და­წყე­ბუ­ლი და გა­მო­ძი­ე­ბას 8 ტო­მი­ა­ნი საქ­მე უკვე ხელთ აქვს. სა­სა­მარ­თლო­ში ად­ვო­კა­ტე­ბი პრე­ტენ­ზი­ას იმის გა­მოც გა­მოთ­ქვამ­დნენ, რომ საქ­მის მა­სა­ლე­ბი დაგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ი­ღეს. ად­ვო­კა­ტე­ბის ნა­წი­ლი ამ­ბობს, რომ დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში გა­და­ცე­მუ­ლი მა­სა­ლე­ბის გაც­ნო­ბა ფი­ზი­კუ­რად ვერ შეძ­ლეს.

ცნო­ბი­ლია, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ერ­თად კომ­პლექ­სუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბა ჩა­ა­ტა­რეს და "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს" წევ­რო­ბის, "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს" წევ­რის­თვის მი­მარ­თვის და ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რის ბრალ­დე­ბით ერ­თდრო­უ­ლად სამ ქა­ლაქ­ში 13 პირი და­ა­კა­ვა: 1978 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ. გ. (მეტ­სა­ხე­ლად "ვიტო"), 1976 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ჯ. ხ. (მეტ­სა­ხე­ლად "ჯეკო") , 1983 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ. გ. (მეტ­სა­ხე­ლად პუ­პუ­შა", 1974 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ. რ. (მეტ­სა­ხე­ლად "ხონ­სკი"), 1987 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ. დ. (მეტ­სა­ხე­ლად "ბაჩო"), 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა. შ., 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა. ლ., 1973 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ. მ. (მეტ­სა­ხე­ლად "გი­ბო­ნა"), 1978 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ. დ., 1975 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი. ჭ., 1966 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ. კ. (მეტ­სა­ხე­ლად "ტყვლი­პე"), 1978 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ. მ., 1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მევ­ლუდ მა­ხა­რობ­ლი­ძე, (მეტ­სა­ხე­ლად "მემი") და­ა­კა­ვეს.

მათ­თვის წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრა­ლი 7-დან 10 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ბრა­ლი და­უს­წრებ­ლად უკვე წა­ე­ყე­ნა სა­ზღვარ­გა­რეთ მყოფ კა­ნო­ნი­ერ ქურ­დს, ზაალ მა­ხა­რობ­ლი­ძეს, მეტ­სა­ხე­ლად "გლე­ხო­ვიჩს" , მას 9-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა. რო­გორც ირ­კვე­ვა, ერთ-ერთ ბრალ­დე­ბულს, ბიზ­ნეს­პარტნი­ორ­თან ფი­ნან­სუ­რი დავა ჰქონ­და.

ე.წ. ქურ­დებს დახ­მა­რე­ბის­თვის მას შემ­დეგ მი­მარ­თა, რაც გა­ყი­დუ­ლი ტრაქ­ტო­რე­ბის თან­ხა ვერ ამო­ი­ღო. და­უ­კავ­შირ­და კა­ნო­ნი­ერ ქურდ ზაალ მა­ხა­რობ­ლი­ძეს. საქ­მის მა­სა­ლე­ბით, საქ­მის გარ­ჩე­ვის ორ­გა­ნი­ზე­ბა "გლე­ხო­ვიჩ­მა" თა­ვის შვილს, მევ­ლუდ (მემი) მა­ხა­რობ­ლი­ძეს და­ა­ვა­ლა. ამ უკა­ნას­კნელ­მა კი 2021 წლის 16 აპ­რილს, თბი­ლის­ში, თა­ვის უბან­ში, ერთ-ერთი და­კა­ვე­ბუ­ლის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში და­ვის ქურ­დუ­ლი წე­სით გარ­ჩე­ვის ორ­გა­ნი­ზე­ბა მო­ახ­დი­ნა და საქ­მის გარ­ჩე­ვის შე­დე­გად ერთ-ერთ მო­და­ვე მხა­რეს მე­ო­რის სა­სარ­გებ­ლოდ 80 000 ლა­რის გა­დახ­და და­ე­კის­რა. ძა­ლოვ­ნებ­მა გა­ა­სა­ჯა­რო­ვეს კი­დეც ამ დი­ა­ლო­გის ამ­სახ­ვე­ლი აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კის შე­დე­გად, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა და ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ისი­ნი ერ­თმა­ნეთს და სა­ზღვარ­გა­რეთ მცხოვ­რებ ქარ­თველ "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დს" უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ.

ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის რე­ვაზ და­თუ­ნაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი მა­მუ­კა ჭა­ბაშ­ვი­ლი ქურ­დულ სამ­ყა­როს­თან მისი და­სა­ცა­ვის კავ­შირს კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რი­ცხავს.

"და­თუ­ნაშ­ვილს დიდი ხა­ნია ვიც­ნობ, არა­ნა­ი­რი ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რი არ არის, მას თა­ვი­სი ბიზ­ნე­სი აქვს, შრო­მობს, ოჯა­ხი ჰყავს. უბ­რა­ლოდ მის­მა ნა­თე­სავ­მა სთხო­ვა რა­ღაც პრობ­ლე­მა ჰქონ­და თა­ვის პარტნი­ორ­თან, რა­ღა­ცას ვერ არ­კვევ­დნენ და თუ შე­იძ­ლე­ბა ჩემ­თან იყა­ვიო და ისიც გაყ­ვა" -ამ­ბობს ად­ვო­კა­ტი მა­მუ­კა ჭა­ბაშ­ვი­ლი. რო­გორც ამ­ბო­ბენ, და­თუ­ნაშ­ვი­ლი ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის "გლე­ხო­ვი­ჩის" ნა­თე­სა­ვია.

დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს, მაგ­რამ ბრალ­დე­ბას უარ­ყოფს ბრალ­დე­ბუ­ლი გიგა მჟა­ვია. რო­გორც ჩანს, სწო­რედ გიგა მჟა­ვი­აა ის პირი, რო­მელ­საც კუთ­ვნი­ლი თან­ხის ამო­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და.

მისი ად­ვო­კა­ტი ადას­ტუ­რებს, რომ ერთ-ერთ მე­წი­ლეს­თან, გი­ორ­გი და­ლა­ქიშ­ვილ­თან იყო და­საქ­მე­ბუ­ლი გიგა მჟა­ვია და მას­თან ჰქონ­და პრობ­ლე­მე­ბი, რად­გან შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ოს­თვის კუთ­ვნი­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბა მას არ მის­ცეს. ად­ვო­კა­ტი ამ­ბობს, რომ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის მიზ­ნით მჟა­ვი­ამ მე­გობ­რებს დახ­მა­რე­ბის­თვის მი­მარ­თა, მაგ­რამ ირ­წმუ­ნე­ბა, მათ შო­რის კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი არა­ვინ ყო­ფი­ლაო.

საქ­მის კი­დევ ერთ-ერთი ფი­გუ­რან­ტი იმე­და ჭუმ­ბუ­რი­ძეა, ისიც ერთ-ერთი მე­წი­ლეა ამ კომ­პა­ნი­ა­ში. რო­გორც ჩანს, მა­საც ეკუთ­ვნო­და თან­ხა, მაგ­რამ მისი მე­უღ­ლე ამ­ბობს, რომ იმე­და ჭუმ­ბუ­რი­ძე არ ითხოვ­და თან­ხის ამო­ღე­ბას და იმ შეკ­რე­ბა­ზე შემ­თხვე­ვით აღ­მოჩ­ნდა.

კი­დევ ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის ჯე­მალ ქშო­ე­ვის ად­ვო­კა­ტი ვი­ტა­ლი მირ­ზო­ი­ა­ნის სა­უბ­რობს მისი და­სა­ცა­ვის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა­ზე და აცხა­დებს სხვე­ბის მსგავ­სად, რომ მის და­სა­ცავს ქურ­დულ სამ­ყა­როს­თან კავ­ში­რი არ აქვს. სწო­რედ ად­ვო­კა­ტი მირ­ზო­ი­ა­ნი აყე­ნებს ეჭქვეშ ძა­ლო­ვან­თა მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რის ავ­თენ­ტუ­რო­ბას და არ გა­მო­რი­ცხავს, რომ ის ან ამოჭ­რი­ლია, ან რამე მა­ნი­პუ­ლა­ცი­აა გა­კე­თე­ბუ­ლი.

"გლე­ხო­ვი­ჩის" შვი­ლი და­კა­ვე­ბუ­ლი მევ­ლუდ მა­ხა­რობ­ლი­ძე სხდო­მას დის­ტან­ცი­უ­რად და­ეს­წრო, თუმ­ცა სა­სა­მარ­თლო­ზე მას არა­ფე­რი უთ­ქვამს. მისი ად­ვო­კა­ტის თქმით, ის თავს უდა­ნა­შა­უ­ლოდ მი­იჩ­ნევს, რად­გან დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს.

რაც შე­ე­ხე­ბა ეს­პა­ნეთ­ში მყოფ კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტეტს, ზაალ მა­ხა­რობ­ლი­ძეს, იგი­ვე "გლე­ხო­ვიჩს" მის­თვის წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბა 10-დან 15 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი ქარ­თულ­მა მხა­რემ "გლე­ხო­ვი­ჩის" ექ­სტრა­დი­რე­ბა მო­ი­თხო­ვოს. საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა. გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, სრულად აცრილი მოქალაქეებისთვის უნდა არსებობდეს თუ არა სახელმწიფოსგან დაწესებული პრივილეგიები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, სრულად აცრილი მოქალაქეებისთვის უნდა არსებობდეს თუ არა სახელმწიფოსგან დაწესებული პრივილეგიები?