ევროპულმა სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი განხილვაში მიიღო
16-06-2021
ევროპულმა სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი განხილვაში მიიღო
ევროპულმა სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი განხილვაში მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, დაწყებულია კომუნიკაცია.

"ევროპულმა სასამართლომ ჩემი ძმის სარჩელი დააკმაყოფილა და განხილვაში მიიღო. დაწყებულია კომუნიკაცია. იმედი მაქვს აქ მაინც იზეიმებს სამართალი!", - წერს თორნიკე მამალაძე.

ცნობისთვის, გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში სცნო დამნაშავედ და 9-წლიანი
პატიმრობა მიუსაჯა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, სრულად აცრილი მოქალაქეებისთვის უნდა არსებობდეს თუ არა სახელმწიფოსგან დაწესებული პრივილეგიები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, სრულად აცრილი მოქალაქეებისთვის უნდა არსებობდეს თუ არა სახელმწიფოსგან დაწესებული პრივილეგიები?