ექიმის ინფორმაციით, პოლიციის შენობის მესამე სართულიდან გადმოვარდნილი მამაკაცი მართვით სუნთქვაზე იმყოფება - კვირის პალიტრა

ექიმის ინფორმაციით, პოლიციის შენობის მესამე სართულიდან გადმოვარდნილი მამაკაცი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

ექიმის ინფორმაციით, წერეთლის გამზირზე მდებარე პოლიციის შენობის მესამე სართულიდან გადმოვარდნილი მამაკაცის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. როგორც გერმანული ჰოსპიტალის ექიმმა, ნანა ჩხიკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტს სხეულის მრავლობითი დაზიანება აღენიშნება და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

"კლინიკაში შემოყვანილია 46 წლის მამაკაცი, მას სხეულის მრავლობითი დაზიანება აღენიშნება, აქვს ტრავმული შოკი, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, სხივისა და იდაყვის ძვლის მოტეხილობა. პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე, მისი ზოგადი მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე", - განაცხადა ექიმმა.

შეგახსენებთ, რომ 16 ივნისს, წერეთლის გამზირზე მდებარე პოლიციის შენობის მესამე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა. აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფო ინპექტორის სამსახურმა გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ფაქტზე დაიწყო.