საბერძნეთში 20 წლის ცოლის მკვლელობა, რომელშიც საქართველოს მოქალაქე იყო ეჭვმიტანილი, ქალის მეუღლემ აღიარა
საბერძნეთში 20 წლის ცოლის მკვლელობა, რომელშიც საქართველოს მოქალაქე იყო ეჭვმიტანილი, ქალის მეუღლემ აღიარა
საბერძნეთის პოლიციამ ახალგაზრდა ქალის ქმარს, რომლის მკვლელობისთვის საქართველოს მოქალაქე იყო დაკავებული, ბრალი წარუდგინა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

წყაროების ცნობით, ბაბის ანაგნოსტოპულოსმა გამომძიებლებს განუცხადა, რომ მან მეუღლე, 20 წლის ქეროლაინ ქრაუჩი მას შემდეგ მოკლა, რაც ის დაემუქრა, რომ მიატოვებდა და თან 11 თვის ჩვილს წაიყვანდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მან აღიარა, რომ სამართალდამცავებს მოატყუა, როცა განაცხადა, რომ სახლში ძარცვის მიზნით სამი პირი შეიჭრა, რომლებიც ფულსა
და ძვირფას ნივთებს ეძებდნენ, მისი ცოლი სცემეს და გაგუდეს, თავად კი სავარძელზე მიაბეს.

"მე ის მოვკალი, შემდეგ კი ყაჩაღობის სცენა დავდგი," - განუცხადა ეჭვმიტანილმა პოლიციის გამომძიებლებს.

მკვლელობა ათენთან ახლოს, 11 მაისს მოხდა. ქეროლაინ ქრაუჩი 11 თვის შვილის თანდასწრებით მოკლეს. მაშინ ბაბის ანაგნოსტოპულოსმა პოლიციას განუცხადა, რომ სახლში მძარცველები შეიჭრნენ, იარაღის მუქარით გაკოჭეს, მისი
ცოლი გაგუდეს და ფული წაართვეს. მკვლელობასთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მას დანაშაულთან კავშირი არა აქვს და გაათავისუფლეს.
Z
18 ივნისი 2021 11:00
გააკეთე კომენტარი რანაირი ქართულია?

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები