საშინელი ავარია ზესტაფონთან - მიკროავტობუსი სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა
საშინელი ავარია ზესტაფონთან - მიკროავტობუსი სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა
ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელიც იმერეთში, ზესტაფონის რაიონის სოფელ წევაში მოხდა, ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, სატვირთო მიკროავტობუსი სატვირთოს დაეჯახა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები