ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელიც იმერეთში, ზესტაფონის რაიონის სოფელ წევაში მოხდა, ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.არსებული ინფორმაციით, სატვირთო მიკროავტობუსი სატვირთოს დაეჯახა.როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.