ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი 32 წლის მამაკაცი გარდაიცვალა - რა მოხდა სამტრედიაში? - კვირის პალიტრა

ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი 32 წლის მამაკაცი გარდაიცვალა - რა მოხდა სამტრედიაში?

სამტრედიაში გუშინ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი 32 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. მას კლინიკაში ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ექიმის ინფორმაციით, მას ცეცხლსასროლი იარაღით ათამდე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ის ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. ამ დრომდე კლინიკაში რჩება მეორე დაჭრილი. მას ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

დაპირისპირება იმერეთის ქუჩაზე გუშინ მოხდა. მომხდარზე გამოძიება 19-109-ე მუხლით დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"