"ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს" - რა მოხდა ბოლნისში?
"ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს" - რა მოხდა ბოლნისში?
ბოლნისში მკვლელობა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მას ჭრილობა ზურგის არეში ჰქონდა მიყენებული და ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მამაკაცი დმანისიდან იყო, ის ბოლნისში მუშაობდა და მეგობართან ერთად დროებით ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. გარდაცვლილის ცხედარი ამ დროისთვის პროზექტურაშია გადასვენებული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები