"დღეს სასამართლოში მძიმე ვითარებაა... დღევანდელ საქართველოში თურმე შესაძლებელია, მამამ შვილი მოსამართლის თანამდებობაზე მოაწყოს"
"დღეს სასამართლოში მძიმე ვითარებაა... დღევანდელ საქართველოში თურმე შესაძლებელია, მამამ შვილი მოსამართლის თანამდებობაზე მოაწყოს"
"ჩემი ხელით ჩამოვხსენი ის აბრა, რომელიც კართან ეკიდა. საქართველოში უჭირთ თანამდებობების დათმობა. ამას თუნდაც იმ მოსამართლეების მაგალითზე ვამბობ, რომლებსაც ერთი სული აქვთ, მუდმივად გაუგრძელონ ვადა"

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ გამუდმებით უწევდა შეურაცხყოფის მოსმენა, მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად, მუდმივად თამამად ლაპარაკობდა სასამართლო სისტემის კლანურ მმართველობასა და ნეპოტიზმზე.

- დღეს სასამართლოში მძიმე ვითარებაა, წლების მანძილზე ხელისუფლება კლანურ მმართველობას უჭერდა მხარს და არა - სასამართლოს პროგრესს. დღევანდელ საქართველოში
თურმე შესაძლებელია, მამამ შვილი მოსამართლის თანამდებობაზე მოაწყოს. ლევან გზირიშვილი შევარდნაძის დროს მოსამართლე იყო, "ნაცმოძრაობის" დროს - პარლამენტის წევრი, ვითომ შემდგომში ძალიან გაბრაზებული­ "ნაცმოძრაობაზე", მავიწროებდნენო. შემდეგ კ
არგა­ ხანს იყო უმუშავარი. ჰოდა, როგორც კი მოვიდა "ოცნება", აჭარის პროკურორი გახდა, მაგრამ მალევე წამოვიდა იქიდან, თუმცა, დარწმუნებული ვარ, თავისით არ წამოვიდოდა. 2017 წლიდან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აღმოჩნდა - არამოსამართლე­ წევრად აირჩიეს... ალექსანდრე გზირიშვილის კარიერა კი სასამართლო სისტემაში მას შემდეგ დაიწყო, რაც მისი მამა არამოსამართლე­ წევრად აირჩიეს. 2014 წელს ალექსანდრე გზი­რიშვილი კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოში "ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე იყო. ამბობენ, რომ მისი შვილის ნათლია ლევან მურუსიძის მეუღლეა.


ძალიან გავლენიანი მოსამართლის, ამირან ძაბუნიძის ცოლიც მოსამართლედ დაინიშნა. ის ჩინჩალაძესთან დაახლოებული პირია და მურუსიძის თანაშემწე. რომელი­ ერთი ჩამოვთვალო!.. თუ ამ კლანთან არა ხარ დაკავშირებული, მოსამართლე ვერ­ გახდები. ეს არის რაღაც მაფიოზურ პრინციპებზე აგებული სისტემა, რომელშიც მხოლოდ ისეთ ადამიანებს უშვებენ, ვინც მათ დისკომფორტს არ შეუქმნის და­ მხარს დაუჭერს, როცა საჭირო იქნება.­ მათ არ აინტერესებთ საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა და ეს ბოლო პერიოდშიც დავინახეთ, როცა საერთაშორისო რეკომენდაციების მიუხედავად, გაგრძელდა იუსტი­ციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და მოსამართლეების სასწრაფო წესით დანიშვნა.

- როგორ შეაფასებთ თქვენი მუშაობის ოთხ წელიწადს?
- ეს იყო რთული პერიოდი. მე არ ვიყავი კლანის წევრი და ამიტომ ბრძოლა ადვილი არ ყოფილა. ამ წლების განმავლ­ობაში იყო ბულინგი, შევიწროება, გარიყვა... ბევრი მეთოდი აქვთ... მაგრამ ამას მეტ-ნაკლებად გავუმკლავდი. ჩემი თავი მსხვერპლად არ მიმაჩნია. პირიქით, უფრო შემართებით ვარ, მეტი გამოცდილებით და ეს სამომავლო საქმიანობაში გამომადგება. რასაც ვაკეთებდი, კეთილსინდისიერად ვაკეთებდი, დასამალი არაფერი მქონია და ერთხელაც არ დამიხევია უკან. ეს პერიოდი ჩემთვის იყო რთული, საინტერესო და ნაყოფიერიც. რთული იმიტომ, რომ მიწევდა დაძაბულ სიტუაციაში მუშაობა, სადაც ყველა ჩემი ოპონენტი იყო. საინტერესო იმიტომ, რომ უფრო მეტი გავიგე სასამართლოს შესახებ. რა თქმა უნდა, ნაყოფიერიც იყო, რადგან მქონდა შესაძლებლობა, საზოგადოებისთვის მეტი მეთქვა იმის შესახებ, რა ხდება სასამართლო სისტემაში. ვცდილობდი, გარეთ მეტი ინფორმაცია გამომეტანა იმის შესახებ, რაც შიგნით ხდებოდა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უმცირესობაში ვიყავი და ჩემი ხმა გადამწყვეტი არასდროს ყოფილა. ისე მავიწროებდნენ და ისეთი განცხადებები ისმოდა ჩემი მისამართით, შეიძლება ამას ადამიანმა ვერ გაუძლოს, მაგრამ მე, ვფიქრობ, ეს ოთხწლიანი გამოცდა ჩავაბარე. ახლა ვაფუძნებ ორგანიზაციას, რომელიც სასამართლოს თემაზე იმუშავებს და ვფიქრობ, იქ განსხვავებული ფორმატით მეტის გაკეთებას შევძლებ. ჩემი ხელით ჩამოვხსენი ის აბრა, რომელიც კართან ეკიდა. საქართველოში უჭირთ თანამდებობების დათმობა. ამას თუნდაც იმ მოსამართლეების მაგალითზე ვამბობ, რომლებსაც ერთი სული აქვთ, მუდმივად გაუგრძელონ ვადა. მოსამართლეები უვადოდ არ უნდა ინი­შნებოდნენ. ასე რომ არ მომხდა­რ­იყო, მურუსიძეს და სხვებს­ 10-წლიანი ვადა რომ ამოეწურათ, წავიდოდნენ სისტემიდან, მაგრამ ახლა უვადო­ მოსამართლეები არიან და ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებენ­.

- მუდმივად ისმის, რომ კლანთან ბრძოლა­ აუცილებელია. როცა მოსამართლეები უვადოდ­ ავირჩიეთ, ბრძოლის რა მექანიზმი არსებობს?
- თუ ხალხის დაკვეთა გაჩნდება, პოლიტიკოსები იძულებული გახდებიან, თავიანთი რეფორმები, ინიციატივები, უპირველესად, დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნის იდეაზე დაამყარონ. თუ სასამართლო დამოუკიდებელი არ იქნება, არაფერი­ განვითარდება. ცვლილებებია საჭირო.
ამ წლების განმავლობაში თითქოს კანონში რაღაც პროგრესულად იცვ­ლებოდა, მაგრამ ამავდროულად კანონით ისევ ჩინჩალაძეს ეძლეოდა შესაძლებლობა, სააპელაციო სასამართლოში ვიწრო სპეციალიზაციები­ განესაზღვრა და გადაეწყვიტა, კონკრეტული მოსამართლეები სად იმუშავებდნენ.
კი ბატონო, უვადოდ დანიშვნა დემოკრა­ტიულია, მაგრამ ეს თავიანთ სასიკეთოდ­, ძალაუფლების გასაძლიერებლად და სავაჭ­როდ გამოიყენეს. მურუსიძე წყვეტს, ვის დანიშნავენ უვადო მოსამართლედ.­

ამ ხელისუ­ფ­ლებას რეფორმების სურვილი არ აქვს. მე მხარს დავუჭერდი ისეთ ცვლილებებს, რომლებიც კლანს სახლში გაუშვებდა. არ ვამბობ, რომ ისინი ციხეში გავუშვათ, მაგრამ წავიდნენ სახლში და სასამართლოს თავი დაანებონ.

- როცა პირი უვადოდ არის არჩეული მოსამართლედ და უცებ სახლში გაუშვებ, ეს მისი უფლებების დარღვევა არ იქნება?
- ლამის მთელი სასამართლო სისტემა­ მურუსიძემ დააკომპლექტა და ამას უნდა შევეგუოთ იმიტომ, რომ უვადო­ უწერიათ? თუ ხალხს არ სჭირდება მურუსიძე მოსამართლედ, არ უნდა იყოს მოსამართლე!

- ჩინჩალაძემ და მურუსიძემ როგორ მოახერხეს სააკაშვილის ხელისუფლებიდან "ოცნებში" გადმონაცვლება?
- მოსამართლედ დანიშვნისას მხოლოდ­ იმ ადამიანებს უჭერენ მხარს, ვისგანაც მოელიან, რომ მინიმუმ პრობლემებს არ შეუქმნიან, მაქსიმუმ - მხარს დაუჭერენ. ეს არის მთავარი ფაქტორი. ამასთან, სწავლ­ობენ ოჯახებს, ადგენენ მეუღლეების­ ვინაობას, არკვევენ, სამომავლოდ რაში გამოადგებათ. სწორედ ისეთები სჭირდებათ,­ ვინც ოჯახიანად არის დამოკიდებული სასა­მართლოზე, რომ დაკვეთები შეასრულონ.

ჩინჩალაძე და მურუსიძე იყვნენ მოსამართლეები იმ დროს, როცა ხელისუფლება შეიცვალა. გამოცდილება ჰქონდათ და ამიტომ ახლა ახალი ხელისუფლება აძლევდა მათ დავალებებს, ესენიც ასრულებდნენ.

წლები რომ გავა, დარწმუნებული ვარ, ინანებს "ოცნება", რომ სასამართლო რეფორმები არ ჩაატარა. თავიანთი ჩადენილისთვის მათაც გაასამართლებენ, ისევე როგორც წინა ხელისუფლება გაასამართლეს.

ერთი მოსამართლე, მაგალითად, 2053 წლამდეა დანიშნული უზენაეს სასამართლოში, სხვები - 2040-2045 წლამდე. ეს ისეთი ხანგრძლივი დროა, ეს ხელისუფლება ამდენ ხანს ვერ იქნება, ჰოდა, უნდა ეშინოდეთ ამ მოსამართლეების, მით უმეტეს, რომ დღეს კორუფციულ სქემებზე ბევრს ლაპარაკობენ და ოდესმე ხომ გახდება ეს გამოძიების საგანი?!

და როცა ისინი აღმოჩნდებიან ამ მოსამართლეებთან, არავის ეგონოს, რომ მურუსიძე მათ მიმართ სხვანაირ გადაწყვეტილებას მიიღებს.

- დღეს სასამართლოში არის კორუფცია?
- სასამართლოში კორუფციაა თუნდაც­ იმიტომ, რომ ნეპოტიზმია. კორუფციაზე ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ეს რომ გაირკვეს, ხელისუფლების სხვა შტოებს უნდა უნდოდეთ საკითხის გამოძიება. როცა ვხედავთ, როგორ მუშაობენ პროკურატურა და სხვა ორგანოები, ძნელი წარმოსადგენია, ხელისუფლებას ამის გარკვევა უნდოდეს. ხელისუფლებამ მოახერხა, რომ მოსამართლის­ იმუნიტეტი ახლა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელშია. ადრე მოსამართლეს იმუნიტეტს პარლამენტი უხსნიდა, ახლა ყველა ბერკეტი მათ ხელშია. ჩინჩალაძემ რამე რომ ჩაიდინოს, ვერავინ ვერაფერს უზამს, რადგან სასამართლო მის ხელშია. საბჭოს 10 ხმა სჭირდება, რომ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი გადაწყვიტოს, პრეზიდენტმა აირჩია ერთი არამოსამართლე წევრი, რომელიც რეალურად­ არის მეათე ხმა იუსტიციის საბჭოს ამ კლანისთვის და დანარჩენი ხუთი წევრის არჩევა უკვე ვერაფერს შეცვლის.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები