აჭარის მთავრობის სახლთან ერთმანეთს სამართალდამცველები და დაკავებული სპორტსმენების ოჯახის წევრები დაუპირისპირდნენ - კვირის პალიტრა

აჭარის მთავრობის სახლთან ერთმანეთს სამართალდამცველები და დაკავებული სპორტსმენების ოჯახის წევრები დაუპირისპირდნენ

აჭარის მთავრობის სახლთან ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო. ერთმანეთს სამართალდამცველები და დაკავებული სპორტსმენების ოჯახის წევრები დაუპირისპირდნენ.

საპროტესტო აქციის მონაწილეები კარვების გაშლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც სამართლდამცველებმა არ მისცეს. პოლიციამ რამდენიმე პირი დააკვა, მათ შორისაა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბონდო თედორაძე.

დაკავებულების ახლობლები აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციას მართავენ და სპორტსმენების გათავისუფლებას ითხოვენ. სპორტსმენები რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“წინააღმდეგ გამართულ აქციის დროს დააკავეს.

"ინტერპრესნიუსი"