გორში ველოსიპედით მოძრავ მამაკაცს მანქანა დაეჯახა - როგორია პაციენტის მდგომარეობა
გორში ველოსიპედით მოძრავ მამაკაცს მანქანა დაეჯახა - როგორია პაციენტის მდგომარეობა
გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა.

წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე ველოსიპედით მოძრავ მამაკაცს ავტომანქანა დაეჯახა.

დაშავებული 44 წლის მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა ,,გორმედში" გადაიყვანა. ,,გორმედის" ინფორმაციით, დაშავებული კლინიკაში პოლიტრავმით შეიყვანეს, პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, იგი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც გადაუდებელი კვლევების პარალელურად, რეანიმაციული ღონისძიებები უტარდება, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები