"მოწმემ დაადასტურა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის ფიზიკური ზემოქმედების შედეგად იყო დაზიანება მიღებული" - რას აცხადებს ბასილაშვილის საქმის პროკურორი
"მოწმემ დაადასტურა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის ფიზიკური ზემოქმედების შედეგად იყო დაზიანება მიღებული" - რას აცხადებს ბასილაშვილის საქმის პროკურორი
ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლის, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის საქ­მის პრო­კუ­რო­რის, ნა­თია გუ­რუ­ლის გან­ცხა­დე­ბით, დღეს და­კი­თხულ­მა მოწ­მემ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მხრი­დან ყო­ფილ მე­უღ­ლე­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ისა­უბ­რა.

რო­გორც გუ­რულ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მოწ­მის­თვის ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტი ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის­გან, და­ზა­რა­ლე­ბულ ნეკა დო­რო­ყაშ­ვი­ლის­გან იყო ცნო­ბი­ლი.

"მხო­ლოდ ერთი მოწ­მე და­ი­კი­თხა, რო­მელ­მაც თა­ვი­სი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში ისა­უბ­რა, მათ შო­რის, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის­გან კონ­ფლიქ­ტის თა­ო­ბა­ზე მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია და­ა­დას­ტუ­რა. მოწ­მემ და­ა­დას­ტუ­რა მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ ნამ­დვი­ლად ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის
ფი­ზი­კუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად იყო და­ზი­ა­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, სხვა დე­ტა­ლე­ბი აღ­ნიშ­ნუ­ლი მოწ­მის­თვის უც­ნო­ბი იყო",- გა­ნა­ცხა­და გუ­რულ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტით წა­რუდ­გი­ნა, რაც გუ­ლის­ხმობს ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბას არას­რულ­წლოვ­ნის თან­დას­წრე­ბით.
მოგ­ვი­ა­ნე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა და­უ­ზუს­ტა და მას ძა­ლა­დო­ბის რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდ­თან ერ­თად, ფსი­ქო­ლო­გი­ურ და ეკო­ნო­მი­კურ ძა­ლა­დო­ბა­საც ედა­ვე­ბი­ან.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის 21 მა­ისს, თბი­ლის­ში, ავ­ჭა­ლის და­სახ­ლე­ბა­ში, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი 2020 წლის 22 მა­ისს და­ა­კა­ვეს. სა­სა­მარ­თლომ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­კი­თხზე იმ­სჯე­ლა და ის 100 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები