მარ­ტვი­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში 8 წლის ბავ­შვის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ბრალ­დე­ბით მამა-შვი­ლი და­ა­კა­ვეს
25-06-2021
მარ­ტვი­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში 8 წლის ბავ­შვის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ბრალ­დე­ბით მამა-შვი­ლი და­ა­კა­ვეს
მარ­ტვი­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში 8 წლის ბავ­შვის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ბრალ­დე­ბით მამა-შვი­ლი და­ა­კა­ვეს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულები ბავშვის მეზობლები არიან.

მათივე თქმით, მამა-შვილი ბავშვს მოკვლის მუქარით აიძულებდნენ ფაქტი საიდუმლოდ შეენახა.

როგორც ერთ-ერთი მეზობელი AMBEBI.GE-სთან საუბარში აცხადებს, ბავშვმა მომხდარის შესახებ მშობლებს მას შემდეგ უამბო, რაც ძლიერმა ტკივილებმა შეაწუხა.

"მთელი სოფელი ფეხზე იდგა. მას შემდეგ, რაც პოლიციამ მამა-შვილი წაიყვანა, მეზობლებმა მათი ოჯახის წევრები აიძულეს იქაურობა დაეტოვებინათ. ფიზიკური დაპირისპირებაც იყო. 35
წლამდეა შვილი და დაახლოებით 60 წლამდე მამა. ორივეს ცოლ-შვილი ჰყავს, მათ ოჯახშიც იზრდებოდნენ ბავშვები. კარგი რეპუტაციის ოჯახი არასოდეს ყოფილა, მაგრამ ასეთ რამეს ვერავინ წარმოვიდგენდით", - აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.

შსს-ში მომ­ხდარ ფაქტს ადას­ტუ­რე­ბენ. უწყების ინფორმაციით, სქე­სობ­რი­ვი და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით ორი პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი. გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 137-ე (გაუპატიურება) მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ექვსიდან რვა წლამდე
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თემური
25 ივნისი 2021 12:05
ლგბტ თემის წარმომადგენლები….

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ კონკურსანტებისა და ჟიურის წევრების გადაწყვეტილებას პრემია ლიტერას კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ კონკურსანტებისა და ჟიურის წევრების გადაწყვეტილებას პრემია ლიტერას კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ?