საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ახალუბნიდან 2 ადგილობრივი გაიტაცეს - კვირის პალიტრა

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ახალუბნიდან 2 ადგილობრივი გაიტაცეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ახალუბნიდან 2 ადგილობრივი გაიტაცეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

როგორც სუს-ში აღნიშნავენ, მწყემსები საოკუპაციო ხაზთან, დაახლოებით 1 საათის წინ შეაჩერეს და მათ რამდენიმე წუთში გადმოგვცემენ.

განახლებული ინფორმაცია: საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ, სოფელ ახალუბნიდან გატაცებული 2 ადგილობრივი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება