ზესტაფონში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს - კვირის პალიტრა

ზესტაფონში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

ზესტაფონში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, თამარ მეფის ქუჩაზე ახლაგაზრდა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

ის სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ადგილობრივების თქმით, მათთვის უცნობია დაპირისპირების მიზეზი და არც მოკლულს იცნობდნენ.

სავარაუდოდ, მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი. ადგილზე ამ წუთებში მუშაობენ სამართალდამცველები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.