"თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციამ ჯამში 20 პირი დააკავა - კვირის პალიტრა

"თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციამ ჯამში 20 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციამ ჯამში 20 პირი დააკავა.

როგორც უწყებაში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

ცნობისთვის, "თბილისი პრაიდის" კვირეულის ფარგლებში პირველი დახურული ღონისძიება დასრულდა. სტუმრები ტერიტორია პოლიციის კორდონის საშუალებით, შეძახილების ფონზე დატოვეს. პოლიცია "პრაიდის" მოწინააღმდეგეებს ღონისძიების მონაწილეებთან მიახლოების საშუალებას არ აძლევდნენ. ტერიტორიაზე დღის განმავლობაში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. აქციის მონაწილეები ისროდნენ ქვებს, ბოთლებს და კვერცხებს.

"ინტერპრესნიუსი"