"გაიძახის, თითქოს სუს-ის აგენტი და „ზონდერი“ ვარ - ასე ცხოვრობენ მთელი ცხოვრება ესენი, ასე მოვიდნენ აქამდე" - კვირის პალიტრა

"გაიძახის, თითქოს სუს-ის აგენტი და „ზონდერი“ ვარ - ასე ცხოვრობენ მთელი ცხოვრება ესენი, ასე მოვიდნენ აქამდე"

"მთელი ამ ხნის განმავლობაში გაიძახის, თითქოს სუს-ის აგენტი და "ზონდერი" ვარ, ბრალს მდებს, რომ ნოემბრის აქციაზე ვჩხუბობდი და ხალხს ვარბევდი. მსგავს ინციდენტებში მონაწილეობა ცხოვრებაში არ მიმიღია", - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. აეროპორტის ინციდენტის საქმეში დაზარალებულად ცნობილმა ძიუდოისტმა, ბადრი გავაშელიშვილმა განაცხადა.

მან სასამართლო პროცესზე გიგი უგულავას მიმართა, რომ "გონს მოეგოს და სიტყვებს დაუკვირდეს".

"ცოტა გონს მოეგეთ, თქვენს სიტყვებს დაუკვირდით, ვის რას ეუბნებით. მაბრალებს, აქციაზე თქვენ ჩხუბობდითო, მსგავსი არაფერი არ ყოფილა. თუ საჯაროა, შეგიძლიათ ეს კადრები ამოიღოთ. ასე ცხოვრობენ მთელი ცხოვრება ესენი, ასე მოვიდნენ აქამდე", - აღნიშნა ბადრი გავაშელიშვილმა.