"მდგომარეობიდან გამოვედი და ხელი მოვიქნიე - ქართველი ადამიანი, 4 შვილის მამა ვარ, არავის მიმართ მუქარა არ განმიხორციელებია, ეკლესიაში შევედი, სანთელი ავანთე" - კვირის პალიტრა

"მდგომარეობიდან გამოვედი და ხელი მოვიქნიე - ქართველი ადამიანი, 4 შვილის მამა ვარ, არავის მიმართ მუქარა არ განმიხორციელებია, ეკლესიაში შევედი, სანთელი ავანთე"

"მდგომარეობიდან გამოვედი და ხელი მოვუქნიე, ჩემ ხელის მოქნევაზე მზად ვარ პასუხი ვაგო, არავისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიმიყენებია",- ამის შესახებ ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებულმა მურად დევლარიშვილმა განაცხადა.

როგორც მან განმარტა, აქციაზე ჟურნალისტები მათ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

"მე აქციაზე მარტო ვიყავი, ქართველი ადამიანი, 4 შვილის მამა ვარ, არავის მიმართ მუქარა არ განმიხორციელებია, ეკლესიაში შევედი, სანთელი ავანთე.

ერთეულმა ჟურნალისტებმა შეურაცხყოფა მოგვაყენეს, პუტინის მონები, მოძალადეები გვიწოდეს, ჟურნალისტებს და ტელევიზიას პატივს ვცემ, მაგრამ ზოგიერთები შეურაცხყოფაზე იყვნენ გადასულები. მინდა ხაზი გავუსვა, რომ მარტო ვიყავი, მდგომარეობიდან გამოვედი და ხელი მოვუქნიე, ჩემ ხელის მოქნევაზე მზად ვარ პასუხი ვაგო, არავისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. აღლევების ნიადაგზე ხელი მოვიქნიე, "კავკასიის" ოპერატორს გადავეფარე, ხალხი დავამშვიდე, რომ ჟურნალისტებისთვის არ დაერტყათ. არც სასმაართლოს გავურბივარ და არც ვძალადობ, არც არავისთვის საშიში არ ვარ, რაც ჩავიდინე დანაშუალი, არ გავურბივარ და მზად ვარ იმაზე პასუხი ვაგო. ის რომ ხალხთან ერთად ვიყავი, ვიღაცას ვაგინებდი, ვემუქრებოდი, ტყუილია. ქართველი ადამიანი ვარ, მშვიდობიანად ვდგავართ, ვლოცულობთ და პუტინის მონებოო, გვეძახდნენ",- განაცხადა დევლარიშვილმა.