"ცოტა ზედმეტი მოგვივიდა, ქაოსმა გამოიწვია, ემოციებიდან გამომდინარე მოხდა" - კვირის პალიტრა

"ცოტა ზედმეტი მოგვივიდა, ქაოსმა გამოიწვია, ემოციებიდან გამომდინარე მოხდა"

"სირცხვილიას" ოფისში, ტელეკომპანია "ტვ პირველის" ჟურნალისტსა და ოპერატორზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით დაკავებულ აკაკი ნაკაშიძის განცხადებით, "ცოტა ზედმეტი მოუვიდა". ამის შესახებ ნაკაშიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მოსამართლემ უთხრა, რომ სწორედაც "ამიტომ იმყოფებოდა ის სასამართლოს სხდომათა დარბაზში".

"მართლმადიდებელი კაცი ვარ, მინდოდა ჩემი აზრი დამეფიქსირებინა, ცოტა ზედმეტი მოგვივიდა, ქაოსმა გამოიწვია, ემოციებიდან გამომდინარე მოხდა",- აღნიშნა ბრალდებულმა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებიდან ორმა პირმა - თორნიკე დავლაშერიძემ და აკაკი ნაკაშიძე "სირცხვილიას" ოფისში, ტელეკომპანია "ტვ 1"-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. დაკავებულებიდან კიდევ ორმა პირმა - თემურ ხარაულმა და ილია ქებაძემ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ, ტელეკომპანია "მთავარი არხის" ოპერატორს სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2, 156-ის მე -2 ნაწილის "ა" და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"