"ფაქტი ჯიუტია, მართლები ვართ. 40-ზე მეტი მოწმე დაიკითხა და ჩვენს საწინააღმდეგოდ ჩვენება არავის მიუცია" - კვირის პალიტრა

"ფაქტი ჯიუტია, მართლები ვართ. 40-ზე მეტი მოწმე დაიკითხა და ჩვენს საწინააღმდეგოდ ჩვენება არავის მიუცია"

"ფაქტი ჯიუტია, რომ ჩვენ ვართ მართლები. 40-ზე მეტი მოწმე დაიკითხა და ჩვენს საწინააღმდეგოდ ჩვენება არავის მიუცია", - ამის შესახებ პარტია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მისვლის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მალე ყველა დარწმუნდება, რომ ხელისუფლებას არ ეყოფა ნებისყოფა "ასეთი აბსურდული თეატრი" გააგრძელოს.

"არანაირი მოლოდინი არ მაქვს ამ მართლმსაჯულებისგან, გარდა სულელური პროცესებისა, რომელიც გრძელდება და შესულია აბსურდის აბსურდში. მალე დარწმუნდება ყველა, რომ ამ ხელისუფლებას ნებისყოფა არ ეყოფა ასეთი აბსურდული თეატრი გააგრძელოს. წარმოდგენა არ მაქვს ვინ დაიკითხება და არც მაინტერესებს, ფაქტი ჯიუტია, რომ ჩვენ ვართ მართლები. 40-ზე მეტი მოწმე დაიკითხა და ჩვენს საწინააღმდეგოდ ჩვენება არავის მიუცია, თანაც საუბარია პროკურატურის მოწმეებზე", - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესს სამივე ბრალდებული უფლებადამცველებთან ერთად ესწრება.