შსს პრაიდის მოწინააღმდეგეთა სახლების ჩხრეკაზე: "საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს" - კვირის პალიტრა

შსს პრაიდის მოწინააღმდეგეთა სახლების ჩხრეკაზე: "საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს"

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორების ბინებში ჩხრეკა მიმდინარეობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე მისამართზე ტარდება.

"სამართალდამცავებმა საგამოძიებო მოქმედებები გარკვეულ მისამართზე უკვე ჩაატარეს, სხვადასხვა ადგილზე კი ახლაც მიმდინარეობს", - განაცხადეს უწყებაში.

ცნობისთვის, სამართალდამცავები გურამ ფალავანდიშვილის სახლში შევიდნენ. გარდა ამისა, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა "ალტ-ინფოს" დამფუძნებლის ზურაბ მახარაძის სახლშიც. მისი მეუღლის განცხადებით, სამართალდამცავებმა მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის დასრულებს შემდეგ, ზურაბ მახარაძე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.