"თუ ელჩებისა და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან, ზეწოლა იქნება", ზურა მახარაძე არ გამორიცხავს, რომ დააკავონ - კვირის პალიტრა

"თუ ელჩებისა და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან, ზეწოლა იქნება", ზურა მახარაძე არ გამორიცხავს, რომ დააკავონ

თბილისის მთავარ სამმართველოში "ალტ-ინფოს" დამფუძნებლის ზურა მახარაძის გამოკითხვა დასრულდა.

როგორც ზურა მახარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, მან გამოძიების ყველა კითხვას პასუხი გასცა. რაც შეეხება იმას, ელოდება თუ არა დაკავებას, მახარაძემ აღნიშნა, რომ "თუ ელჩებისა და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან, ზეწოლა იქნება", ამ შემთხვებაში არ გამორიცხა, რომ დააკავებენ.

"რაც კითხვები ჰქონდა გამოძიებას, ყველაფერზე გავეცი პასუხი, მეტ დეტალებში არ შევდივარ. როგორც გამოძიება გადაწყვეტს, ისე იქნება. თუ მათზე ზეწოლა იმხელა იქნება ამერიკიდან და ელჩებიდან, რომ დამაკავებენ, მაშინ დამაკაონ", - განაცხადა ზურა მახარაძემ.

სამმართველო ასევე დატოვა, ქართული მისიის წარმომადგენელმა რამაზ გაგნიძემ.

როგორც მან აღნიშნა, მასთან საგამოძიებო ორგანოში კითხვები ჰქონდათ 5 ივლისთან დაკავშირებით, თუმცა როგორც მან აღნიშნა, გამომძიებლებს მისთვის არ უჩვენებიათ არანაირი მასალა, რომელშიც გამოჩნდებოდა, რომ ის რაიმე სახის ძალადობრივ ქმედებებში იღებს იღებს მონაწილეობას. მისივე თქმით, ის ემიჯნება ყველანაირ ძალადობას და ხუთ ივლისს მისულ იყო პატრიარქისა და სასულიერო პირების მოწოდების შესაბამისად.