პარლამენტთან კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა - პოლიციამ გრიგოლ გეგელია და თაზო დათუნაშვილი დააკავა - კვირის პალიტრა

პარლამენტთან კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა - პოლიციამ გრიგოლ გეგელია და თაზო დათუნაშვილი დააკავა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აქციას მართავენ, "ლელოს" წევრები გრიგოლ გეგელია და თაზო დათუნაშვილი დააკავეს.

დაკავებას წინ სამართალდამცველებსა და „ლელოს“ წევრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში დღეს საქართველოს შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.

გომელაურმა მოსმენის თხოვნით პარლამენტს თავად მიმართა. შს მინისტრი 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე, "პრაიდ კვირეულის“ ფარგლებში უწყების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრებს და დეპუტატების კითხვებს გასცემს პასუხს.

"ინტერპრესნიუსი"