ფონიჭალაში დაკავებულ 4 პირს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს
ფონიჭალაში დაკავებულ 4 პირს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტზე, 4 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სოფელ ფონიჭალაში მცხოვრები ე.პ., რ.ა., შ.ა. და ჰ.ა. სისტემატურად ეწეოდნენ ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის" რეალიზაციას, ასევე პირადად და საცხოვრებელ სახლებში უკანონოდ ინახავდნენ სარეალიზაციოდ გამზადებულ ნარკოტიკულ საშუალებებს.

"სამართალდამცველებმა ბრალდებულები 17
ივლისს, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე დააკავეს.

ე.პ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მეოთხე ნაწილით და მეექვსე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით, რ.ა.-ს 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა", ,,დ", მეხუთე ნაწილის ,,ა", ,,ე" და მეექვსე
ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით, შ.ა.-ს 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა", მეხუთე ნაწილის ,,ა" და მეექვსე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით, ხოლო ჰ.ა.-ს 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესამე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით, მეოთხე ნაწილით და მეხუთე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით წარედგინათ.

ე.პ.-სთვის, რ.ა.-სთვის და შ.ა.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, ჰ.ა.-სთვის წარდგენილი ბრალდება კი 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდების მხარე ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები