სუს-ი “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს - კვირის პალიტრა

სუს-ი “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანტიკორუფციულ სააგენტოსთან ერთად "შპს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში" საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.

აღნიშნული "ინტერპრესნიუსს" უწყებაში დაუდასტურეს.

არსებული ინფორმაციით, რამდენიმე პირი დააკავეს.

როგორც სუს-ში აცხადებენ, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას უახლოეს პერიოდში გაავრცელებენ.