დაკავებულია "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ 3 თანამშრომელი - რა ინფორმაციას ავრცელებს სუს-ი?
დაკავებულია "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ 3 თანამშრომელი - რა ინფორმაციას ავრცელებს სუს-ი?
სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ ქრთა­მის აღე­ბის ფაქ­ტზე შპს "სა­ქარ­თვე­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ის“ მშე­ნებ­ლო­ბის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი და ამა­ვე კომ­პა­ნი­ის ორი თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ა­კა­ვეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

სუს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა, რომ შპს "სა­ქარ­თვე­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ის“ მშე­ნებ­ლო­ბის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა, ორ თა­ნამ­შრო­მელ­თან ერ­თად, შექ­მნა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფი და
რო­გორც თა­ვად, ასე­ვე, ხსე­ნე­ბუ­ლი პი­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, სის­ტე­მა­ტუ­რად შე­დი­ო­და კო­რუფ­ცი­ულ გა­რი­გე­ბა­ში შპს "სა­ქარ­თვე­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ის“ მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ ტენ­დერებ­ში მო­ნა­წი­ლე და გა­მარ­ჯვე­ბულ კომ­პა­ნი­ებ­თან.

„შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი წი­ნას­წარ აც­ნობ­დნენ სა­ტენ­დერო პი­რო­ბებს მათ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ პი­რებს, რი­თაც უზ­რუნ­ველ­ყოფ­დნენ შე­სა­ბა­მი­სი კომ­პა­ნი­ე­ბის ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯვე­ბას.

მიმ­დი­ნა­რე სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის დროს არ
აფიქ­სი­რებ­დნენ კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ დაშ­ვე­ბულ დარ­ღვე­ვებს და უზ­რუნ­ველ­ყოფ­დნენ ფირ­მე­ბის­თვის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი თან­ხე­ბის სრუ­ლად ჩა­რი­ცხვას, სა­ნაც­ვლოდ მათ­გან იღებ­დნენ თან­ხას პრო­ექ­ტის ღი­რე­ბუ­ლის 2%-ის ოდე­ნო­ბით.

გარ­და ამი­სა, ხსე­ნე­ბუ­ლი პი­რე­ბი ახ­ლობ­ლებს მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბად პო­ზი­ცი­ებ­ზე ასაქ­მებ­დნენ მათ მი­ერ­ვე ლო­ბი­რე­ბულ კომ­პა­ნი­ებ­ში, სა­ი­და­ნაც თვი­თო­ნაც იღებ­დნენ მა­ტე­რი­ა­ლურ სარ­გე­ბელს.

შპს "სა­ქარ­თვე­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ის“ მშე­ნებ­ლო­ბის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბით წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში უხა­რის­ხოდ ას­რუ­ლებ­დნენ სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ებს, რის გა­მოც არა­მიზ­ნობ­რი­ვად იხარ­ჯე­ბო­და სა­ხელ­მწი­ფოს კუთ­ვნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ფუ­ლა­დი თან­ხე­ბი.

სა­ბო­ლოო ზა­რა­ლის დად­გე­ნის მიზ­ნით, გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ჩა­ტარ­დე­ბა ყვე­ლა იმ სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ოს სა­ინ­ჟინ­რო-ტექ­ნი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზა, რო­მელ­საც შპს "სა­ქარ­თვე­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ის“ თა­ნამ­შრომ­ლებ­თან უკა­ნო­ნოდ გა­რი­გე­ბუ­ლი ფირ­მე­ბი ას­რუ­ლებ­დნენ.

და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის სახ­ლე­ბის ჩხრე­კი­სას ამო­ღე­ბუ­ლია 25 650 ლარი, 30 000 აშშ დო­ლა­რი, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი და სა­ვა­რა­უ­დო ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 338-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „გ“ ქვე­პუნ­ქტით და 339-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ ქრთა­მის აღე­ბა­სა და უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბის ჩა­სა­დე­ნად ქრთა­მის მი­ცე­მას გუ­ლის­ხმობს.

გა­მო­ძი­ე­ბას აწარ­მო­ებს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტო.“, - ნათ­ქვა­მია სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები